|
2019-07-26 15:25:14, 3254 ნახვა
კომენტარი
დვალი: ია კიწმარიშვილი სამართალმემკვიდრეა და უფლება აქვს, R2-ის წილზე პრეტენზია გამოთქვას
"ვთვლით, რომ ია კიწმარიშვილი სამართალმემკვიდრეა და უფლება აქვს პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო რუსთავი 2-ის წილების წაღების საქმეში", - ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია აიძულეს თუ არა ეროსი კიწმარიშვილს წილების დათმობა, რადგან ეს პროცესი მათგან დამოუკიდებლად წარიმართა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი ია კიწმარიშვილი არის სამართალმემკვიდრე და მას აქვს სრული უფლება, პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო რუსთავი 2-ის წილების წაღების საქმეში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე არ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად მოხდა წილების დათმობა. მე და ჯარჯი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად გავდიოდით იმ წნეხს… ჩვენზე ცალკე ჯგუფი მუშაობდა და ეროსისთან ცალკე მუშაობდნენ. ჩემთვის ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, რაზე შეთანხმდნენ, იყო თუ არა იძულება და ა.შ. მე მახსოვს, ეროსი იძახდა, რომ თუ აღმოჩნდა, რომ მე და ჯარჯის წაგვართვეს ტელევიზია, გამოძიებამ წესით იგივე უნდა აჩვენოს მასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა დავით დვალმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)