|
2019-07-25 18:43:07, 1831 ნახვა
კომენტარი
საფრანგეთის ელჩი R2-ზე: კრიტიკული მედია, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს
საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ელჩმა აღნიშნა, რომ კრიტიკული მედიის არსებობა, რომელიც არ ეფუძნება ყალბ ახალ ამბებს, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. “დემოკრატიის მთავარი პრინციპები არის გამჭვირვალე არჩევნები, თავისუფალი, პლურალისტული მედია და ნდობა სასამართლოს მიმართ. დემოკრატია გრძელვადიანი ბრძოლაა და ეს არ არის ის, რაც გარანტირებულია. საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება ამას, დემოკრატიისთვის ყოველდღიურად უნდა იბრძოლოთ და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა მესამე სექტორთან ერთად ცდილობს დაიცვას თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში. რუსთავი 2 არის პატივსაცემი მედია. ვფიქრობ თუ არსებობს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ყალბ ახალ ამბებს, ხელისუფლებისთვის ამ აზრის მოსმენა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მათ უნდა გაიგონ ხალხის ხმა და რუსთავი 2 წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს ამ ქვეყანაში. მე წარმატებას ვუსურვებ რუსთავი 2-ს და ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს“, - განაცხადა ელჩმა რუსთავი2-ის ეთერში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)