22:36 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 13:26:23, 610 ნახვა

საზოგადოება
სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო კომისიის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დაიბარეს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, დღეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დაიბარეს.

კალაძის განცხადებით, ინტერესი დიდია, თუ როგორ მოხდება ბილეთების გაყიდვა.

„სამთავრობო კომისიის ფარგლებში, დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა. აუცილებლად დავიბარებთ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანლეობას, რადგან გვაინტერესებს გავეცნოთ და საზოგადოებას გავაცნოთ, თუ რა იქნება ბილეთებთან დაკავშირებით. ძალიან დიდია მოლოდინი და გაუგებარია, თუ როგორ იქნება ბილეთების ბედი. და როგორ შეიძენს გულშემატკივარი ბილეთებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics