|
2019-07-23 16:32:15, 1442 ნახვა
კომენტარი
შალვა თადუმაძე: კრიზისი, რის გამოც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აღმოვჩნდი, გადაჭრილია
„არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, თუმცა ის კრიზისი, რაც არსებობდა პროკურატურაში და რის გამოც ეს ცვლილება განხორციელდა, დღეს გადაჭრილია“. - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სწორი ღონისძიებების განხორციელების შედეგად პროკურატურა ნდობის მოპოვებას შეძლებს. „დღეს ეს კრიზისი გადაჭრილია და შესაბამისად, კონკრეტული დაზარალებულის ნდობაც პროკურატურის მიმართ არის არსებითად შეცვლილი. ეს მისი საჯარო განცხადებაა და არა ჩემი. მე მიმაჩნია, რომ ასეთი სწორი ღონისძიებებით- დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციით, ბრალდებულთან სამართლიანი მოპყრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია პროკურატურა ჯერ დაუბრუნდეს ნდობის იმ მაჩვენებელს, რაც კრიზისამდე არსებობდა და შემდეგ განახორციელოს განვითარება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ. მისი თქმით, პროკურატურა ნდობის მოსაპოვებლად კონკრეტულ ღონიძიებებს ახორციელებს. „ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, განათლების რეფორმაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე. ასე, რომ ის ერთობლიობა, რაც პროკურატურაში დაგეგმილია, ხორციელდება და გარკვეულწილად შედეგებიც არსებობს მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურის დინამიკა არის განვითერბული“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)