|
2019-07-23 15:32:00, 1634 ნახვა
კომენტარი
ბესელია - სომხეთში მყოფი პატიმრის თაობაზე ვიცოდით, მაგრამ მითხრეს, რომ ის პირველწყარო არ არის
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს, სადაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პირველი გამავრცელებლები დაასახელეს, გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, მაშინ, როდესაც ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, ჩნდება კითხვა, რატომ აქამდე არავინ არაფერი მოიმოქმედა. „სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე ჩვენ ვიცოდით ეს რამდენიმე თვეა უკვე და მე მახსოვს, რომ „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად და აქამდე რატომ არ იყო ბრალი წარდგენილი ამ ადამიანისთვის, ეს ერთი კითხვა, მეორე, მე როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, იყო თუ არა ეს ადამიანი დაკითხული და მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება დაეკითხა ეს პატიმარი და ეს ფაქტიც ასევე უცნაურია. ბოლოს რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო. ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ?“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, შსს-მ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტზე, 2 პირს ბრალი წარუდგინა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)