21:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 15:22:05, 1535 ნახვა

კომენტარი
შალვა თადუმაძე: თუ კონკრეტულ მოქალაქეს არ უნახავს ჩემი დიპლომი, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს

„ის, რომ კონკრტულ მოქალაქეს არ უნახავს ჩემი დიპლომი, არ ნიშნავს, რომ ეს  დიპლომი არ მაქვს. მას აქვს უფლება, იდავოს სასამართლოში. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას იურიდიული კონსულტაცია გავუწიო ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს. არასწორ ადგილას როცა ეძებ დიპლომს, იქ ვერ ნახავ“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ანა დოლიძის შეკითხვის შემდეგ განაცხადა.

თადუმაძემ აღნიშნა, რომ მისი დიპლომი პროკურატურას არ უნდა გაესაჯაროვებინა, რადგან კანონში შესაბამისი ჩანაწერი და არც პროკურატურაში რაიმე რეგულაცია არ არსებობს.

„დიპლომი პროკურატურის მხრიდან არ უნდა გასაჯაროვებულიყო  იმიტომ, რომ კანონში არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი და პროკურატურაში არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომ გენერალური პროკურორის დიპლომი, პირადი საქმე ინახება აქ და ვისაც გინდათ , მოდით და ნახეთ.   განსხვავებით სხვა პერიოდებისგან არჩევის პროცედურა არსებობს და იმ პროცედურის დაცვით, ბუნებრივია, წარმდგენმა იცოდა ჩემი დიპლომის შესახებ. ამიტომ ვიმეორებ, მოქალაქეს, რომელსაც არ უნახავს ჩემი დიპლომი, არ ნიშნავს, რომ მე დიპლომი არ მაქვს“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics