|
2019-07-18 18:04:33, 2200 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე R2-ის საქმეზე: ამით სამარე გაითხარა, პირველ რიგში ხელისუფლებამ
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ტელეკომაპნია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებისთვის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელი, ის ვითარებაც, სწორედ აქედან გამომდინარეობს. „ის, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ვითარდებოდა ამ წლების მანძილზე, სწორედ ნასაზრდოები იყო იმ სარედაქციო პოლიტიკის მიუღებლობით, რომელიც "რუსთავი 2"-ს ჰქონდა. ეს იყო ხელისუფლებისთვის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. არის ადამიანების ნაწილი, რომლებიც ბედნიერი არიან რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, მინდა ახლა ვუთხრა ის, რაც ახლა შეიძლება მათ ძალიან სასაცილოდ ეჩვენებათ, მაგრამ ამ სიტყვების გახსენება მოუწევთ ერთი ორი წლის შემდგომ. ამით, საკუთარი სამარე გაითხარა პირველ რიგში ხელისუფლებამ. სამწუხაროდ ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ვერ აიტანეს განსხვავებული აზრი, ქვაბს თავი დაახურეს ახლა კარგად და შემოდგეს გაზზე. ეს ქვაბი, ანუ საზოგადოება აუცილებლად გასკდება ისე, რომ ეს ახალ სიძულვილს და ახალი რადიკალიზების ტალღას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას. ეს ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დღეს ვიღაცებისთვის სასიხარულოა, მათთვისაც, ჩვენთვისაც და ყველასთვის აღმოჩნდება კატასტროფული შედეგების მქონე. ეს არის ძალიან ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არის დაკარგული შანსი, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)