|
2019-07-18 10:33:17, 4761 ნახვა
მსოფლიო
კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნეს
მასაჩუსეტსის პროკურატურამ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნა, - ამის შესახებ CNN იუწყება. პროკურატურაში განაცხადეს, რომ სპეისის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. მედია საშუალების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ მამაკაცმა, რომელმაც მსახიობი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა უარი თქვა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მან ასევე უარი განაცხადა, განემარტა, თუ როგორ დაკარგა მობილური ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც, როგორც თვითონ აცხადებს, სპეისისთან შეხვედრის დროს გადაღებულ ვიდეოებს შეყვარებულს უგზავნიდა. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მამაკაცს შეეძლო ტელეფონიდან ისეთი მტკიცებულებების წაშლა, რომელიც სპეისის უდანაშაულოდ ცნობას შეუწყობდა ხელს. ცნობისთვის, 18 წლის მამაკაცმა მსახიობი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, როგორც ის აცხადებდა, სპეისი 2016 წელს მას ფიზიკურად ეხებოდა. საერთო ჯამში სპეისი სექსუალურ ძალადობაში 30-მა მამაკაცმა დაადანაშაულა, თუმცა სასამართლომდე მხოლოდ ხსენებული საქმე მივიდა. კევინ სპეისი არის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. გაზიარდა კალიფორნიაში. მოღვაწეობა დაიწყო თეატრში 1980-იან წლებში. 2003 წლიდან არის ლონდონის თეატრ ოლდ ვიკის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წლიდან ასრულებს ფრენკ ანდერვუდის როლს Netflix-ის პოლიტიკურ დრამატულ სერიალში ბანქოს სახლი. ამ როლისთვის მას მიღებული აქვს ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მსახიობს სატელევიზიო დრამატულ ფილმში
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)