|
2019-07-17 18:31:58, 1785 ნახვა
კომენტარი
გახარია დაკავებულებზე - სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება, ეს ადამიანები არიან პოლიციელები
„სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში დაკავებულ სამართალდამცველებზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე დაკავებული პოლიციელების გარდა, დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა სხვა თანამშრომლებს, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა გადაცდომას აღმოაჩენს, შესაბამისი რეაგირება მოხდება. „პასუხისმგებლობა იქნება იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა იქნება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები. რაც შეეხება კითხვას, საქმის მასალებში, რომელიც პროკურატურას გადაეცა, დევს თუ არა 112-ის კამერების ჩანაწერები, გახარიამ აღნიშნა, რომ გენერალურ პროკურატურას ყველა საჭირო მტკიცებულება აქვს. „საქმის მასალებში დევს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისად ჩაატაროს გამოძიება. მათ შორის დევს 112-ის ვიდეოკამერის ჩანაწერები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)