|
2019-07-17 12:48:30, 1381 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, 2020 წელსაც უმრავლესობაში ვიყოთ, თუ არა და ენმ-ის გარდა ყველასთან ვითანამშრომლებთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, 2020 წელს, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, მისი გუნდი პარლამენტში კვლავ უმრავლესობით შევიდეს. რაცშეეხება ჟურნალისტების კითხვას კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება მმართველი გუნდი ენმ-ის გარდა, ყველასთან ითანამშრომლებს. „პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა, რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში "ქართულმა ოცნებამ", გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი ჩემი გადმოსახედიდან. ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. დროულობას რაც სეეხება, რომ ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო, ამის მიზეზი მე კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში, რომ მზაობა იგრძნობა განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ მზაობა ჩართულობის.თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)