|
2019-07-12 16:53:42, 5239 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის პრემიერი - სააკაშვილის კონსულტანტად მოწვევა გვსურს, თუმცა ბიუჯეტში საკმარისი სახსრები არ გვაქვს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში რეფორმების გატარების პროცესში ჩართვა სურს, - ამის შესახებ ახალმა პრემიერმა cotidianul-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი მათ მოლდოვის იუსტიციისა და პროკურატურის სისტემაში რეფორმების გატარებით კუთხით კვალიფიციურ რჩევებს მისცემს. როგორც სანდუსმა განაცხადა, სააკაშვილთან შესაბამის საკითხზე საუბარი სავარაუდოდ აგვისტოს თვეში შედგენა. „ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, - განაცხადა მაია სანდუმ. ამასთან, სანდუმ განმარტა, რომ სააკაშვილის გუნდის მისაწვევად ამ ეტაპზე ქვეყნის ბიუჯეტში საკმარისი სახსრები არ არის. პრემიერმა დასძინა, რომ კონსულტანტის სახით სააკაშვილის დაქირავება მხოლოდ უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)