|
2019-07-09 18:44:29, 1780 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: პოლიტიკური სიტუაცია ლარის კურსის სტაბილურობას მნიშვნელოვნად უშლის ხელს
„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირებს. ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თუ საჭირო გახდა, მთავრობა ყველა ღონეს იხმარს ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის. „პოლიტიკური ვითარება, სიტუაცია და გამოსვლები გარკვეულწილად თავის შედეგს პოულობს ქართულ ეკონომიკაზე და მათ შორის ლარის კურსზეც. მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება რაიმე მაკროეკონომიკური ცვლილებები, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისად იმოქმედებს და ეროვნული ბანკიც შესაბამის ცვლილებებს გაატარებს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის მაქსიმალურად დასტაბილურება მოხდეს. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობა ამას მნიშვნელოვნად უშლის ხელს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 2.9096 ლარი გახდა, ევრო ფასმა კი, 3.2599 ლარს მიაღწია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)