|
2019-07-05 16:16:18, 1650 ნახვა
კომენტარი
კალაძე: თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაულია?!
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე "აიფაქტის" მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის თბილისის საკრებულოს დეპუტატები რუსულ ფინანსებზე არიან დამოკიდებულები. კალაძის განცხადებით, ის ვერ ხედავს პრობლემას, რომ მოქალაქეები რუსეთში საკუთრებას ფლობდნენ. „თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაული არის? ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და რა გვიკვირს. როდესაც ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, მაგალითად, ენერგეტიკაში, დღეს არიან საქართველოში, აწარმოებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ საქმიანობას, ხომ ვიცით, ეს როდის მოხდა, რომელ წლებში განხორციელდა. ასე, რომ თუ ვიღაცას, რაღაც ბინა აქვს რუსეთში, არ მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ნამდვილად. თუ გინდათ, ბიზნესიც ჰქონდეს მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ბიზნესის განხორციელებას გინდ რუსეთში, გინდ რუსი ინვესტორების საქართველოში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)