|
2019-07-04 16:09:01, 3060 ნახვა
მსოფლიო
ეუთო-ში რუსეთი 2 რეზოლუციის პროექტის მოხსნას მოითხოვს, რომლებიც ყირიმს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ეხება
ეუთო-ში რუსეთის დელეგაცია 2 რეზოლუციის პროექტის მოხსნას მოითხოვს, რომლებიც ეხება ყირიმს და ადამიანის უფლებების დაცვას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა. „ჩვენი დელეგაცია სრულ შემაგენლობაშია. ვიმუშავებთ მათ შორის იმ დღის წესრიგით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ. შევთავაზებთ ორი რეზოლუციის მოხსნას ყირიმზე და სამხრეთ ოსეთზე“, - განაცხადა ტოლსტოიმ. Tass-ის ინფორმაცციით, ყირიმზე რეზოლუციის ავტორი უკრაინის რადას დეპუტატი არტურ გერასიმოვია. რეზოლუციის თანახმად, „ოკუპაცია და ყირიმის ანექსიის მცდელობა გრძელდება“. ასევე, მასში საუბარია რუსეთის მხრიდან აზოვის ზღვის და მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულის მზარდ მილიტარიზაციაზე. გარდა ამისა, რეზოლუციით უკრაინა რუსეთს მოუწოდა სამედიცინო და იურიდიული დახმარება გაუწიოს, იმ უკრაინელ მეზღაურებს, რომელიც 2018 წელს ქერჩის სრუტეში დააკავეს. რეზოლუციის მეორე პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა სოფიო ქაცარავამ წარადგინა. მასში აღნიშნულია, რომ ქართული მხარე შეშფოთება იმის გამო, რომ თბილისს წართმეული აქვს შესაძლებლობა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ იურისდიქცია განახორციელოს. აგრეთვე, რეზოლუციის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები ფიქსირდება.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)