|
2019-07-04 12:51:21, 1675 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის თანამდებობაზე რჩება
„ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ჯოხის გადატეხვად აფასებენ კონკრეტულად ამ საკადრო გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება იმისთვისაა მიღებული, რომ გამოძიების სრულ ობიექტურობას შევუწყოთ ხელი.“, - ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ყაყიჩაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. მაია ცქიტიშვილი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ჯოხის გადატეხვად აფასებენ კონკრეტულად ამ საკადრო გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაშიც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, როგორც მე ვიხილე იგივე მედიაში, უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. შემდგომში იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ პროცესში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა გამოძიების სრულ ობიექტურობას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, გამოძიება აჩვენებს შემდგომში თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ შსს-ს სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად. რაც შეეხება, ზოგადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობას, პირადად მისი პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ასევე განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)