|
2019-07-03 18:00:28, 1523 ნახვა
კომენტარი
თურნავა: უნდა ვისაუბროთ არა ჩანაცვლებაზე, არამედ ტურისტების რიცხვის ზრდაზე
„ტურისტული პოლიტიკის თითოეული ჩვენი პროგრამა არის მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი ტურისტი ეწვიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპიდან. მოგეხსენებათ, ავიაკომპანია „ვიზეარმა" გააფართოვა ფრენები - 12 ახალი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან ტურისტი ჩამოვიდეს" - განაცხადა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სექტორში მოსალოდნელი დანაკლისის ევროპელი ტურისტებით ჩანაცვლება, მინისტრმა განმარტა, რომ ჩანაცვლებაზე კი არა, უნდა ვისაუბროთ, ზოგადად, ტურისტების რიცხვის ზრდაზე და დავრჩეთ ისევ ისეთი ნაირფეროვანი ბაზარი და ქვეყანა ვიზიტორებისთვის, როგორებიც ვართ. „ჩვენთან უნდა ჩამოვიდეს ევროპელი, რუსი, ყაზახი, ჩინელი თუ სხვა ქვეყნის ტურისტი და ღია ვართ მათ მისაღებად. ვიცით სხვადასხვა ქვეყნის ტურისტის მიდგომა - მაგალითად, ევროპელი არ არის ისეთი ყაიდის ტურისტი, რომელიც ბოლო მომენტში გეგმავს ვიზიტს, აქედან გამომდინარე, თუ გვაინტერესებს სიმართლე, წლის ბოლომდე რაიმე ჩანაცვლებაზე საუბარი იქნება მიამიტობა. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენს ბაზარზე ადგილი მოიპოვება ყველასთვის - მათ შორის რუსი და ევროპელი ტურისტებისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)