02:41 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:03:53, 1268 ნახვა

კომენტარი
კალაძე: აქციის დაშლა არ მომხდარა, ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის მოგერიება

„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა - ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციის  „უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს“ ეკისრებათ.

„პოლიციის ქმედებებზე ისაუბრა თვითონ შს მინისტრმა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა,  არის შს მინისტრის, რომლის დაქვემდებარების ქვეშ ხდებოდა ეს ყველაფერი. არავის არ ეპატიება და ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია პოლიციაზე თავდასხმა. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ,  შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა. აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა -  ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი და თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics