|
2019-07-02 16:23:04, 1415 ნახვა
კომენტარი
კალაძე აქციის დაშლაზე: პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ასე არ ხდება
„ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ასე არ ხდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20-21 ივნისს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც მოქალაქეებს პარლამენტზე შტურმისკენ მოუწოდებდნენ და პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, უნდა დაისაჯონ. „იკვეთება დანაშაულები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ის ქმედებები, ის განცხადებები, ის მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ 20-ში საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე, რასაც რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად დავინახეთ. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ასე არ ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)