|
2019-06-29 17:21:12, 2500 ნახვა
მსოფლიო
კოსაჩოვი: საპარლამენტთაშორისო კონტაქტები მნიშვნელოვანია, მაგრამ უსაფრთხოების ზომების არარსებობა ამას შეუძლებელს ხდის
რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი მიიჩნევს, რომ საპარლამენტთაშორისო კონტაქტები დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობის პირობებში წახალისებული უნდა იყოს, მაგრამ უსაფრთხოების ზომების არარსებობა ასეთ დიალოგს შეუძლებელს ხდის. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "საპარლამენტო ხაზით ვიზიტები, დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის პირობებში არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ჩემი ღრმა რწმენით, უნდა იყოს წახალისებული ორივე მხარის მიერ. რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი არსებობს", - განაცხადა კოსაჩოვმა. ამასთან, კოსაჩოვის განცხადებით, აუცილებელი პირობაა, შესაძლო ვიზიტების ყველა პარამეტრის წინასწარ შეთანხმება, მათ შორის "მასპინძელი მხარის მიერ ჩამსვლელი დელეგაციებისთვის საზოგადოდ მიღებული სტუმართმოყვარეობისა და უსაფრთხოების ნორმების გარანტირება“. „ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, მხარს დავუჭერ რუსეთ-საქართველოს დიალოგის აქტივიზაციას საპარლამენტო ხაზით. ამის გარეშე დიალოგის წარმოება შეუძლებლად მიმაჩნია“, - განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)