|
2019-06-28 12:13:48, 1311 ნახვა
კომენტარი
გახარია: პარლამენტში მისვლა იყო ჩვენი ინიციატივა- შეგვიძლია მივიდეთ იქ ხვალაც და მაშინაც როცა დაგვიძახებენ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ნებისმიერ დროს მივიდეს. „პარლამენტში მისვლა იყო ჩვენი ინიციატივა. თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ზოგიერთი პარლამენტარის, ასე ვთქვათ, გასაკვირი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ თურმე გიორგი გახარიას არ მიუშვებენ პარლამენტში და ასე შემდგომ. მე არ ვიცი რატომ მიიღო პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება და არ მოგვცა კონკრეტული თარიღი. ჩვენ პარლამენტში მისვლის სურვილი ყოველთვის გვაქვს და შეგვიძლია მივიდეთ იქ ხვალაც და მაშინაც როცა დაგვიძახებენ, უმცირესობა და უმრავლესობა როცა შეთანხმდებიან. ზოგ შემთხვევაში შეიძლება თქვენს წინაშე ჯდომა შეიძლება ჩემთვის ცოტა უფრო რთული იყოს ვიდრე პარლამენტში მისვლა, მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სამინისტროს კარი მედიისთვის და ყველასთვის ყოველთვის არის ღია. და ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე კითხვების და არც ჩვენი პოზიციის დაფიქსირების და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს 8 დღე იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იმით, რომ არ გამოგვეწვია დამატებითი ტემპერატურის ზრდა ეს იყო და ეს მეტი არაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)