02:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 10:53:00, 2217 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად საზაფხულო იალაღებზე იმყოფებოდა.

 მთაგინურის, ხარიათაღის, მთაპატარას, ნაფოცხვარას იალაღებზე ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრისა და დაბა შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სეზონურად მაცხოვრებელ მოიალაღეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მთებში არსებულ ვითარებას.

დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად საზაფხულო იალაღებზე მიმდინარე შიდა ელექტრო სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

„დღეს შევხვდით მოიალარეებს და ადგილზე გავეცანით მთებში არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მთებს ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი ვალია ავითვისოთ ტურისტული რესურსები, მოვაწესრიგოთ მთებში ინფრასტრუქტურა და ყოფითი პრობლემები, რათა საზაფხულო იალაღები გახდეს როგორც ადგილობრივებისთვის ასევე დამსვენებლებისთვის მიმზიდველი. აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონის გახსნამდე მთებში გაიწმინდა გზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო სისტემის შიდა სამონტაჟო საუშაოები, მალე ამოქმედდება იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 

 

(NS)
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics