|
2019-06-27 18:08:11, 3543 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ევროგაერთიანების ვებვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. სანქციები 2020 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმების შესრულების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოხსენების შემდეგ მიიღეს. ლიდერები მოხსენებით 20-21 ივნისს გამართულ ევროკავშირის სამიტზე წარსდგნენ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო დააწესეს. სანქციები რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებზე ვრცელდება. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა. ცნობისთვის, ევროკავშირი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ იღებს რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)