07:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 16:46:18, 1279 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: „ქართული ოცნების“ სტანდარტი საკუთარ ხალხზე პირდაპირი ძალადობაა

„ჩვენ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ სტანდარტი საკუთარ ხალხზე პირდაპირი ძალადობაა“, - ასე ეხმიანება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პრემიერ-მინისტრის 20 ივნისის დარბევამდე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აქციის დარბევა „ქართული ოცნების“ სტანდარტი არ არის.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ეს დღეები ისტორიაში შევიდა როგორც  „ქართული ოცნების“  შავი ლაქა.

„ისტორიას ვერავინ ვერ გადაწერს და ის დღეები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ამ ხელისუფლების ისტორიაში როგორც შავი ლაქა უკვე ჩაწერილია, ამას აღარაფერი აღარ შეცვლის. რა დასაბუთებაც არ უნდა იყოს  პრემიერის მხრიდან, რომ ამას ჰქონდა რაღაც ობიექტური წინაპირობები , ის 15 წუთით ადრე, სანამ დაიწყებოდა დარბევა, საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მსგავსი რამე „ქართული ოცნების“ სტანდარტი  არ არის.  შემდეგ, მთელი ღამის მანძილზე, ჩვენ დავინახეთ, რომ სტანდარტი არის ძალიან მძიმე, პირდაპირ ძალადობა საკუთარ ხალხთან მიმართებაში. ის როდის მოერევა თავის თავს, ჩამოყალიბდება და შეძლებს ამის ახსნას, ეს მისი საქმეა, მაგრამ ისტორია ნამდვილად აღარ გადაიწერება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics