|
2019-06-27 12:48:12, 2385 ნახვა
რეგიონი
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია
კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსავლის აღების მიმდინარე პროცესის ადგილზე გასაცნობად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. „ფერმერებს მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მინისტრის მოადგილე გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყშიც იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის სამაცივრო მეურნეობის მუშაობის პროცესს გაეცნო. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას რაოდენობამ 79.6 ტონა შეადგინა. ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)