|
2019-06-26 11:47:42, 3503 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშ დაუდასტურეს. არსებული ინფომრაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სულ ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა. დაღუპულების ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრები იყვნენ. "ღამით, 03:45 საათზე, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე (120 კმ. ტრაპიზონიდან), მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს ორი მოქალაქე: ერთი მოქალაქე არის მძიმე მდგომარეობაში რიზეს კლინიკაში. პირველი ცხედარი დასვენებულია რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის პროზექტურაში, ხოლო მეორე - დაბა ფაზარის პროზექტურაში", - ნათქვამია ინფორციაში. "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ ტრაპზონში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. "გარდაცვლილთა გადმოსვენებაზე მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. დაშავებულები გადიან მკურნალობის კურსს. ადგილზე იმყოფებიან ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)