|
2019-06-26 11:32:34, 1648 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე „ოცნებას“: ღილაკზე ხელის დაჭერით განადგურდებით, ხალხი ქუჩაში შეგაფურთხებთ
"ქუჩაში ვერ გახვალთ, ხალხი შეგაფურთხებთ, ივანიშვილს ამ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით განადგურებთ, თავს ვერ გამოყოფთ“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ. „ძალიან დიდი სირცხვილია, რომ თქვენ სხდომის წამყვანები წამებს ითვლით და სოფო კილაძე ახლა რაღაც რეგლამენტში გვსვამს მაშინ, როდესაც თქვენს კოლეგას აბსოლუტურად უსამართლოდ და პოლიტიკური შეკვეთის შესრულების ნიშნით აპატიმრებთ. თქვენ ქუჩაში ვერ გაივლით. აი, ამას გიწინასწარმეტყველებთ, ვერც ერთი აქ მსხდომი ქუჩაში ვერ გაივლით. კი არ გაშინებთ, ეს არის თქვენი მორალური დამღა, ქუჩაში გავლა არის მორალური კატეგორიის, შეგაფურთხებთ ხალხი. რად გიღირთ ღილაკზე ხელის დაჭერა? ვერ ხედავთ, რომ ივანიშვილი სამუდამოდ განადგურებთ დღეს თქვენი ამ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით?! ვერ გამოხვალთ ვერსად, თავს ვერ გამოყოფთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. გოცირიძის ამ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოხანაშვილმა გოცირიძის სიტყვები მუქარად მიიღო და რომან გოცირიძეს მოუწოდა „წესიერად მოიქცეს“. „თქვენი მუქარა შეინახეთ თქვენთვის, თქვენ რა მორალური უფლება გაქვთ დაგვემუქროთ ვინ გაივლის ქუჩაში?! მართლა, წესიერად მოიქეცით ახლა, ბატონო რომან, მუქარები შეინახეთ თქვენთვის, მორალი რომ არ გაგაჩნიათ, ვიცით, დასვით კითხვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)