|
2019-06-25 17:38:45, 1385 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება
"დღეს პრობლემად რჩება ოკუპაცია, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივაღწიოთ დეოკუპაციას", - ამის შესახებ პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება და არც ერთი კომპრომისი საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. "საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება, ჩვენ აუცილებლად ამ პროცესების ნორმალიზებას მოვახდენთ უმოკლეს დროში, საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით, და ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, გააგრძელებს თავის მომავალ განვითარებას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ვერ და არ შეიცვლება, საქართველო თავის ადგილს კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრებს დასავლურ ოჯახში. რაც შეეხება, ჩვენს პრობლემას, დღეს პრობლემად რჩება ოკუპაცია, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივაღწიოთ დეოკუპაციას, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი. არც ერთი კომპრომისი საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ვისი სურვილიც არ უნდა იყოს ეს, იქნება "ნაციონალური მოძრაობა", თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება. ჩვენ განვაგრძობთ, მშვიდობის, განვითარების და უსაფრთხოების კონსოლიდაციას საქართველოში", - აღნიშნა თალაკვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)