|
2019-06-24 12:18:07, 1258 ნახვა
კომენტარი
პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე: გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას
"ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა. გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ პრემიერ-მმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა პრემიერის თქმით, დაიწყება დიალოგი ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას. "რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მზაობა აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარით მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატიას", - აღნიშნა ბახტაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკებებში არ ჩართავენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდნენ. „ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას. იმათ ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მათთან ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს პასუხს“, - აცხადებს პრემიერი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)