2019-06-23 22:00:12, 3395 ნახვა
მსოფლიო
სტამბულის მერად მეორეჯერ კვლავ ოპოზიციონერი ეკრემ იმამოგლუ აირჩიეს
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მერის განმეორებით არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პარტიის კანდიდატი ისევ დამარცხდა. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის მერი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ეკრემ იმამოგლუ გახდება.
ამ დროისათვის დათვლილი ხმების მიხედვით მას მხარი ამომრჩეველთა 53.6%-მა დაუჭირა, ხოლო ერდოღანის მიერ მხარდაჭერილ მმართველი პარტიის კანდიდატს, ბინალი ილდირიმს 45.4%-მა.
ამ დროისათვის დათვლილია ხმების თითქმის 95%.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 31 მარტს მუნიციპალური არჩევნები გაიმართა, რომელიც აღიქმებოდა როგორც ერდოღანის მმართველობის რეფერენდუმი. მიუხედავად იმისა, რომ ედოღანის პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმათა 51% მოიპოვა, სეკულარისტმა თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა დედაქალაქ ანკარაში, იზმირში და ასევე სტამბოლში, სადაც ერდოღანი ერთ დროს მერი იყო, 14 000 ხმით გაიმარჯვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,