|
2019-06-20 15:14:33, 1120 ნახვა
კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი: კობახიძის გადადგომა სიტუაციას განმუხტავს
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს, რათა სიტუაციის განმუხტვა მოხდეს. დღეს პარლამენტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დეპუტატი მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას აკისრებს პასუხისმგებლობას. "სხდომათა დარბაზში როცა ატარებ ღონისძიებას, ბუნებრივია, რომ სხდომის წამყვანი ჯდება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ამიტომ დაშვება, რომ კობახიძემ არ იცოდა, სპიკერატმა არ იცოდა, ეს არის ზღაპარი. ეტყობათ, რომ ყველამ გაწირა პარლამენტის თავმჯდომარე, დაწყებული ქალაქის მერიიდან, დამთავრებული პარტიის თავმჯდომარით. ერთადერთი კარგი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. თვითონ უმრავლესობაში არიან დეპუტატები შეურაცხოფილები. კობახიძის გადადგომა განმუხტვას სიტუაციას, რომ 2020 წლამდე ამ ბრიყვული გადაწყვეტილებებით თავზე არ დაგვამხონ საქართველო", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)