06:17 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 16:13:40, 1576 ნახვა

კომენტარი
ფალავანდიშვილი: ვაგროვებთ ბიჭებს, რომლებიც კანონს დაიცავენ - პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს

საზოგადოება „ზნეობის“ წევრი გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის მსურველთა რიგებშია, აცხადებს, რომ თუ პოლიცია ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ფალავანდიშვილი იმედოვნებს, რომ პოლიცია "პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულ საზოგადოებას, ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხებს. 

„იმედია მე არ შევდივარ მტრებში, შევდივარ ჩემს პოლიციაში, რომელიც ქართული ტრადიციის დამცველ ხალხს, სიკეთის და წესრიგის დამცველ ხალხს არ შეაწუხებს და ზედმეტი შეკითხვებით არ დაღლის. ჩვენ ველით რომ, როდესაც სოდომიას იცავს სახელმწიფო, იმ სახელმწიფომ შეიძლება კანონი გადაამეტოს და მან შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს და ხალხი ფიზიკურად დახოცოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომელიც სწორედ ამას ფიზიკური ძალით, თავისი დაცვით დაიცავენ. პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ გარყვნილების პროპაგანდას. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. ამიტომ, პოლიცია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გამოდის“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics