|
2019-06-17 16:29:14, 1432 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი სიკინჭილაშვილი: ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი ქრისტიანულია და მასში ჩავეწერე
დეკანოზის ტარიელ სიკინჭილაშვილის განცხადებით, ლევან ვასაძის რაზმი ქრიასტიანულია და ის რაზმში ჩაეწერა. როგორც სიკინჭილაშვილი აცხადებს, "თბილისი პრაიდის" შეკრებვა უკანონოა. "ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სიაში. ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს. მეც ვიცნობ იმ ხალხს, აღსარებას მაბარებენ. ვაპირებ, ქუჩაში გავიდე და ვთხოვო, ეს არ გააკეთონ. პარადი არაა სწორი. ცალკე მრუშები რომ შეიკრიბონ, ქურდები, კაცის მკვლელები, ყველას პარადი რომ მოუნდეს. ჩვენი მიზანია მხილება, რომ ვთხოვოთ ეს არ გააკეთონ. ნურც თავს ნუ იღუპავენ და ნურც მომავალ თაობას ღუპავენ. თუ კანონზეა საუბარი, მათი [თბილისის პრაიდის] შეკრებაა უკანონო, ისიც რაღაც რაზმია. ღვთისთვის არაა მოსაწონი მათი შეკრება, არც ქვეყნისთვის არის სასარგებლო, ლევანის მხარე კი ღვთისთვის სათნოა და ქვეყნისთვის სასარგებლოა. ღმერთს მივანდოთ ყველაფერი. ცოლ-ქმარს და და-ძმას შორის ვერ გამოვრიცხავ დაპირისპირებას და ამას როგორ გამოვრიცხავ", - განაცხადა დეკანოზმა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)