|
2019-06-17 16:06:42, 1087 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, რომ ქვეყანა ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგეს
ფესტივალი „ევროპალია საქართველო" კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც გაიმართება კულტურული ღონისძიებები. 4 თვის განმავლობაში, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 400-მდე ღონისძიება იგეგმება. „მოეწობა გამოფენები, კონცერტები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები, სხვადასხვა ტიპის მხატვრული და კულტურული აქტივობები. ჩვენ ვართ ევროპის კულტურის სივრცის საერთო ნაწილი და „ევროპალია" არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი და ღონისძიება ევროკავშირის ფარგლებში, ევროპულ ოჯახში, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მე მსურს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)