|
2019-06-17 15:07:33, 1307 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელდება
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კომპანია SSA Marine-სთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი კომპანიების მიერ ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2019 წლის ბოლომდე. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ქალაქ სიეტლში, კომპანია SSA Marine-თან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანიაა და ის განიხილება ანაკლიის პორტის ოპერატორ კომპანიად. ჩვენ სწორედ მსგავსი მასშტაბის და პროფილის კომპანიები გვსურს იყოს უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ. შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენ ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრისას, შევთანხმდით, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მათ დასჭირდეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ შეიძლება მოხდეს ფინანსური ნაწილის დახურვა ინვესტორების მხრიდან და ამ ინფორმირების შედეგად ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგძლივებთ კონსორციუმს ამ საბოლოო ვადას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)