10:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 14:54:15, 1283 ნახვა

კომენტარი
პრემიერი „თბილისი პრაიდზე“ - საკითხი პრობლემური არაა, ხდება მისი გაზვიადება და ქართულ საზოგადოებაზე მოხვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ლგბტ თემთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული და კონსტიტუციით გარანტირებულია. ამასთან, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე. 

"მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ვნებათაღელვა, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში რაც ჩვენ ვიხილეთ, გამოჩნდა რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე, მინდა, გადავუხადო პოლიციელებს მადლობა, ვინაიდან შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება - ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართელოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და პრობლემა რაც არის, ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ, პრობლემები და გამოწვევები რაც არის, ეს არის პირველ რიგში ოკუპაცია და სიღარიბე და ჯობია, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ მტკივნეული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული", - განაცხადა ბახტაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics