|
2019-06-15 15:49:09, 1183 ნახვა
რეგიონი
საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
2019 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ესწრებოდნენ. მათ მაშველებს და დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ღონისძიებაზე, ასევე, წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა 3 მაშველი, რომლებმაც გასულ სეზონზე 350-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. მაშველებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს, სამსახურის ტექნოლოგიური სიახლის სამაშველო დრონების პრეზენტაცია გაიმართა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახლებულ სეზონს სხვა სიახლეებითაც ხვდება. აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე 250-მდე მაშველი იმუშავებს, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან. მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა. მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)