|
2019-06-13 10:46:09, 1313 ნახვა
კომენტარი
ენტონი კიმი - საქართველო შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია
საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ,- ამის შესახებ "ჰერითიჯის ფონდის" მკვლევარმა ენტონი კიმმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შეემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მთავარი საზრუნავია, როგორ გაგრძლდეს წინსვლა, რათა კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. "საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, მაგრამ ამბის თხრობა აქ არ მთავრდება. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაგრძელდეს ეს შესანიშნავი წინსვლა, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები და კეთილდღეობა. ამდენად, ვაშინგტონში ამ სახის შეხვედრებს საკუთარი წვლილი შეაქვთ ამ კოლექტიურ მიზანსწრაფულობაში და გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ გავხადოთ საქართველო კიდევ უფრო მეტად მზარდი ეკონომიკური სივრცე. ეს შესანიშნავი და ძალიან დროული ღონისძიებაა და სწორედ ახლა დადგა მეტის გაკეთების დრო. საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ. აუთვისებელი შესაძლებლობები ნამდვილად უამრავია. მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ და ვიმუშავებთ, რომ გავაძლიეროთ პრაქტიკული და სტრატეგიული ჩართულობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ფორმულა", - განაცხადა ენტონი კიმმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)