|
2019-06-09 10:31:50, 1571 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი კახეთში სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ოთარ შამუგიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემა დაათვალიერა, სადაც მაგისტრალური არხის მონაკვეთებისა და მასზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 9 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამავე სისტემის წყალგამანაწილებლებზე 28-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და 15-კილომეტრიანი ღია სისტემის დახურულ ქსელში მოქცევის სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად, სოფლების ჩუმლაყისა და ყიტაანის 1 330 ჰექტარ სავარგულზე წყლის მიწოდების რეჟიმი გაუმჯობესდება. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, ვაქირის სანიაღვრე კოლექტორს. ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 9 კილომეტრი სიგრძის არხი იწმინდება. აღნიშნული სამუშაოები უხვი ნალექის დროს მიმდებარე სახნავ-სათესი სავარგულებისა და შიდასასოფლო გზების დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. საქართველოს მელიორაცია დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 12 პროექტს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგ, დამატებით 1 830 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 9 500 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული ფართობი 3 000 ჰექტარი იქნება.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)