|
2019-06-08 12:33:56, 1345 ნახვა
რეგიონი
ჭუბერში, ადიდებულ ნენსკრას კალაპოტთან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ადიდებული მდინარე ნენსკრას კაპალოტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს აფართოებს. კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც დიდი რაოდენობით ჩამონატანებია დაგროვილი, ზოგ ადგილას ჩამონატანების რაოდენობა 1 მეტრს აღწევს. ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევს. „მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა, რომლიც 1 წლის წინანდელი სტიქიის შემდეგ მოეწყო თავის ფუნქციას ასრულებს. გვაქვს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობას და მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების გარეშე შედეგი რა თქმა უნდა ბევრად სავალალო იქნებოდა“- აღნიშნა გიორგი წერეთელმა.. შეგახსენებთ, რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)