|
2019-06-08 12:07:37, 991 ნახვა
რეგიონი
აჭარისა და მადეირას რეგიონებს შორის თანამშრომლობა იგეგმება
პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯონ ლინო თრაქუადა გომეს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს მადეირაში ირენეუ კაბრალ ბარეტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე. „გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მადეირასა და აჭარის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე, ასევე, ეკონომიკის და ტურიზმის თვალსაზრისით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. დღესვე შევხვდით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს მადეირას ავტონომიაში და გვქონდა განხილვა ცენტრალური და რეგიონული მთავრობების თანამშრომლობის ასპექტებზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს გააჩნიათ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებზე, ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ მარშრუტებში. პორტუგალიასა და საქართველოს შორის დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ტურიზმის მიმართულებით. მიმდინარე წელს პორტუგალიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 35% ით გაიზარდა. პორტუგალია ტურიზმის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებას აღწევს და მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინათინ ზოიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი მადეირას რეგიონში დაკავშირებულია ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიასთან, სადაც ბათუმი ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად არის ნომინირებული. https://youtu.be/MlDkz4aejFA
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)