|
2019-06-07 14:18:31, 1683 ნახვა
კომენტარი
თურნავა - სახელმწიფომ „ანაკლიის კონსორციუმს“ უკვე 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო აპატია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უკვე 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო აპატია. როგორც მინისტრმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროექტის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა საქმით მტკიცდება. „ალბათ კარგად მოგეხსენებათ, პირველი ვადა „ანაკლიის კონსორციუმთან“ სამუშაოების დაწყების და ე.წ. ფინანსური დახურვის მიღწევის, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო, იმის შემდეგ სახელმწიფომ რამოდენიმეჯერ გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება. შესაბამისად, ჩვენ კვლავ ვიხილავთ მათთან დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო ვადების დარღვევის გამო. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს, რადგან ანაკლია, ეს არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომელიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას, ჩვენ საპორტო ინფრასტრუქტურაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლია დროულად ამოქმედდეს და ამ ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ტვირთების მიღება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)