|
2019-06-06 15:52:06, 1875 ნახვა
კომენტარი
მიხეილ კალანდიას ადვოკატი: გამამართლებელი განაჩენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ
დავით სარალიძეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს. „დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ სასამართლო ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია. ნამდვილად არ არსებობს არანაირი ახალი მტკიცებულება, რაზეც სასამართლომ გააკეთა აპელირება და რომელიც აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა. სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა. ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)