|
2015-07-01 11:12:33, 550 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სტიქიის ზონის აეროფოტო გადაღებას განახორციელებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდინარე ვერეს აუზის აეროფოტო გადაღებას იწყებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეესტრიდან აცნობეს, სამუშაოები, რომლებიც დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის აეროფოტო გადაღებას ითვალისწინებს, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის -საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში მოხდება. აღნიშნულ პროექტს საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან ერთად ახორციელებს. ტექნიკურ სამუშაოებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ჩაატარებს. აეროგადაღების საფუძველზე შეიქმნება საკვლევი ტერიტორიის ციფრული მოდელი, მიღებული დამუშავებული კარტოგრაფიული მასალის გამოყენებით კი განახლდება გეოგრაფიული მონაცემები - რელიეფი, ტყის საფარი, გზა, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, კერძო საკუთრების საზღვრები, მდინარის კალაპოტი და სხვა. მოხდება სტიქიის შედეგად გამოწვეული ცვლილებების ვიზუალური და შინაარსობრივი ანალიზი, დედამიზის ზედაპირის მოდელირება და მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი მონაცემების შექმნა. აეროგადაღების შედეგად მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს სტიქიით მიღებული ზარალის შეფასების ზუსტ ანალიზს და შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს გარემოს დაცვითი კვლევების, გეომორფოლოგიის, ჰიდროლოგიისა და სხვა დარგების კვლევითი სამუშაოების განსახორციელებლად. აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ივლისის დასაწყისში განახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთად აღნიშნულ სამუშაოებში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც. პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის შესრულება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება. პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტი, რომლის არეალს საქართველოს მთელი ტერიტორია წარმოადგენს, 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევროს.
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)