13:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 13:00:37, 1237 ნახვა

კომენტარი
მეზურნიშვილი - ე.წ. ოქროს სიის გაუქმება და ეკონომიკური სუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენება სწორი გადაწყვეტილებაა

ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის, დივერსიფიცირებულობის და სტაბილურობის გარანტი მცირე და საშუალო ბიზნესია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკისთვის მთავრობის ხელშეწყობა პირველ რიგში სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრის და თანაბარი თამაშის წესების ჩამოყალიბებაში გამოიხატება.

„თუ ჩვენ ვთანხმდებით რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ოქროს ფონდია, მაშინ გაუგებარი იყო თუ რატომ არსებობდა ე.წ. ოქროს სია სადაც ეს საწარმოები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულნი. შესაბამისად, ამ სიის გაუქმება და ყველა ეკონომიკური სუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ. ექსკლუზივების ეკონომიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ამას მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეძლებს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics