|
2019-06-05 16:22:04, 2707 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, მათ კანდიდატ შავგულიძეს პოლიტიკური ამნეზია დაემართა
"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია, მათ კანდიდატ შალვა შავგულიძეს პოლიტიკური ამნეზია დაემართა", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას. „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია. მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობისა და კანონის საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური ამნეზია დაემართა. თითქოს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ქმნიდნენ დანაშაულებრივ სქემას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, წესიერი ხალხი არიან და საზოგადოების ყურადღება უნდა გადაიტანონ იმისკენ, თითქოსდა კრიმინალური ავტორიტეტები სადღაც მონაწილეობენ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებით კანონი არსებობს და ამ კანონის აღსრულების თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, სტატისტიკა ამოიღოთ. ეს ერთადერთი პასუხია. თემის გადაფარვა, რომ აშკარად მიმდინარეობს, ეს ფაქტია“, – აცხადებს გია ვოლსკი. ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდის ფუნდამენტური სტრატეგიაა, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების წყალობით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)