|
2019-06-04 12:58:35, 1804 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: თადუმაძეს ვერავინ უსაყვედურებს, რომ წარსულში უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილის გამოხატვას დადებითად აფასებს. მისი თქმით, თადუმაძე პოლიტიკურად ნეიტრალური გენპროკურორია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მის მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლოა. "ის, რომ ბატონ შალვას აქვს ინტერესი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლე იყოს, ეს მე მედიიდან შევიტყვე. არ დაგიმალავთ, რომ მისი ამ ინტერესის შესახებ გამიხარდა კიდეც, მაგრამ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რადგან წინ მას უწევს კონკურსი. რაც შეეხება გენპროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას, ვფიქრობ, რომ ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება, იმიტომ რომ ის ახლადდანიშნული გენპროკურორია, მას სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული მიზნები აქვს მისაღწევი, და ვფიქრობ რომ ის ამ ფუნქციას დღესაც შესანიშნავად ასრულებს. მე ვფიქრობ, რომ ბატონი შალვა შესანიშნავი, პოლიტიკურად ნეიტრალური გენპროკურორია, მან ეს საქმეში აჩვენა. ვფიქრობ, პარტიული ნეიტრალიტეტის კუთხით მასთან დაკავშირებით კითხვები ნაკლები იქნება, თუმცა კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს. მას ალბათ ვერავინ უსაყვედურებს იმას, რომ წარსულში რაიმე ტიპის უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. ხშირად, სწორედ ეს იყო კრიტიკა არასამთავრობო სექტორიდან და ეს კრიტიკა ბატონ შალვასთან მიმართებაში უსაფუძვლოა",- განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიას, კომენტარი არ გააკეთა. "მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია იუსტიციის მინისტრის შესაფასებელია. ამ შეფასებისგან მევალება თავი შევიკავო და ამ უფლებით ვისარგებლებ",- განაცხადა თეა წულუკიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)