|
2019-06-03 15:11:18, 1406 ნახვა
კომენტარი
არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს
დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის, გ.ჯ-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს. ადვოკატის განმარტებით, გადაწყვეტილებას აბსურდულს ის ფაქტი ხდის, რომ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული ორ პირიდან ერთი გამართლდა, ხოლო მეორეს შემთხვევაში დადასტურდა, რომ მსხვერპლი მისი დანით არ მოუკლავთ, „ჩვენ, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ აღნიშნული პიროვნება, არასრულწლოვანი, დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის. ეს არის სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება, სრულიად აბსურდული განაჩენი. მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე მხოლოდ და მხოლოდ ორ პირს ედავებოდა ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას და აქედან ერთი პიროვნება , ფაქტობრივად, სრულად გამართლდა, როდესაც მეორე პიროვნებასთან დაკავშირებით უტყუარად დადასტურდა, რომ დავით სარალიძე მეორე პიროვნების დანით არ არის მოკლული, აბსოლუტურად აბსურდულია სასამართლოს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე არასრულწლოვანმა ჩაიდინა ჯგუფურად განზრახ მკველობა“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)