|
2019-06-01 14:42:18, 2856 ნახვა
მსოფლიო
ელტონ ჯონი რუსული კომპანიის მიერ მისი ბიოგრაფიული ფილმიდან გეისექსის სცენების ამოჭრას გმობს
ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი იმ რუსულ კომპანიას უპირისპირდება, რომელმაც მის შესახებ გადაღებული ფილმის კინოგაქირავებიაში გაშვების უფლებები შეიძინა. დაპირისპირების მიზეზი კომპანიის მიერ ფილმიდან გეი სექსის ამოჭრა გახდა. ფილმ "როკეტმენის" შექმნელების განცხადებით, ბიოგრაფიული ნამუშევარი ბრიტანელი მუსიკოსის ექსტრაორდინალურ ცხოვრებას და იმ გზას ასახავს, რომელიც ლეგენდარულმა მომღერალმა გაიარა. შემქმნელები რუსულ კომპანიას ფილმის დამახინჯებაში ადანაშაულებენ. "ჩვენ ვგმობთ რუსული კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ფილმიდან გარკვეული სცენები ამოჭრან. მათი გადაწყვეტილება არ აძლევს შესაძლებლობას მაყურებელს დაინახონ რეალობა, ნახონ ფილმი ისე როგორც ის იყო შექმნილი და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ დაყოფილ სამყაროში, რომლისთვისაც ორი ადამიანის სიყვარული მიუღებელია. გვჯერა დიალოგის შესაძლებლობის და გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ყველა ადამიანი არ გაითავისებს რომ ყველანი თანასწორები ვართ", - ნათქვამია ელტონ ჯონის განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)