|
2019-05-31 13:51:20, 1014 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი პრემიერს - შემოიტანეთ აზარტულ თამაშებზე რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, უმრავლესობაც რომ ვერ შეძლებს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, როდის წარადგენს მთავრობა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციების პროექტს საკანონმდებლო ორგანოში. „ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ რეგულაციებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რომელიც შეგვპირდით 1 წლის წინ და ყოველთვიურად აჭიანურებთ. ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც, მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდა არის ჩართული აზარტულ თამაშებში, რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა უბედურებაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა? ან რა იყო ის ჩაგდება რეკლამის კანონის? თქვენც იყავით ამის მონაწილე, რომ ჩავარდნილიყო. ჩემს გამო გააკეთეთ? შემოიტანეთ და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ შემოიტანეთ აზარტული საქმიანობის შესახებ რეგულაციები“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა პრემიერს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)