|
2019-05-30 13:47:27, 999 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ანაკლიის პროექტი „განწირულია" წარმატებისთვის, მაგრამ ინვესტორმა ვალდებულებები დროულად უნდა შეასრულოს
„ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პრიორიტეტულ, სტრატეგიულ პროექტს ანაკლიის პროექტს, რომელსაც აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია მსგავსი მხარდაჭერა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ ფორუმზე ვრცალდ ისაუბრა ქვეყანაში ლოგისტიკის სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა. „უკვე განვამტკიცეთ ჩვენი როლი როგორც აბრეშუმის გზის ფარგლებში, ასევე ზოგადად ევრაზიული ხიდის როლს ვასრულებთ. არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია ანაკლიის პროექტის მსგავსი მხარდაჭერა - ეს არის 300 მილიონიანი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, ეს არის გზები, რკინიგზა. ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ 70 მილიონამდე გაიხარჯა მიწის გამოსყიდვაზე და ეს არის ჩვენი კონტრიბუცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა ამ პროექტში 100 მილიონ დოლარზე მეტი თანაინვესტირებაა. „ასეთ პირობებში ეს პროექტი „განწირულია" წარმატებისთვის და მხოლოდ ერთი რამ გვაკლია, რომ კერძო ინვესტორმა დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულება. თუმცა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მარტივია და ასე უნდა მოხდეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)